მირქმის
(მიგებება) იკონოგრაფია შუა საუკუნეების ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში
მირქმა. XII-XIII სს. მინანქრის ფირფიტა.
წარმოგიდგენთ ათორმეტ დიდ დღესასწაულთაგან ერთ-ერთის მირქმის (მიგებების) კომპოზიციას და შევეცდები ვაჩვენო ამ გამოსახულების იკონოგრაფიული რედაქცია შუა საუკუნეების ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში. ამისთვის ავირჩიე 12-13 სს.-ით დათარიღებული მინანქრის ფირფიტა ,,მირქმის" გამოსახულებით, რომელიც მ. ბოტკინის ყოფილი კოლექციიდან 1923 წელს დაბრუნდა საქართველოში და ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. ასევე შედარებისთვის წარმოდგენილი იქნება X-XI საუკუნეებით დათარიღებული საღოლაშენის ლორფინით ცნობილ მირქმის კომპოზიციას.
მირქმის,
მინანაქრის
ამ ფირფიტაზე
ასახულია
სცენა ლუკას სახარებიდან, რომელიც მოგვითხრობს იესო ქრისტეს ტაძრად მიყვანებას, რომელსაც მარიამის განწმენდის დღეც ჰქვია. თავი: 2; მუხლი 25-37.
ებრაელთა
სჯულის თანახმად
დედაკაცი
მშობიარობის შემდეგ 40 დღის განმავლობაში არაწმინდა ითვლებოდა. განწმედის ვადის გასვლის შემდეგ ოჯახი ვალდებული იყო ღვთისთვის შესაწირი მიერთმიათ. შეძლებულ ოჯახს ერთი წლის კრავი მიჰყავდა შესაწირად, ღარიბებისთვის კი დადგენილი იყო ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი. სჯულის მიხედვით მარიამ და იოსებმა ყრმა იესო მეორმოცე
დღეს იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. იერუსალიმში ცხოვრობდა კაცი სვიმეონი, რომელიც ძვ. აღთქმის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულად თარგმნიდა. ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნისას მივიდა ადგიამდე ,,აჰა ქალწულმა მუცად იღოს და შვას ძე...“ იგი დაეჭვდა რომ სიტყვა ქალწული შეცდომით ეწერა და მოინდომა შეცვალა ,,ქალით“, მაგრამ გამოეცხადა მთავარანგელოზი და უთხრა, რომ იქამდე იცოცხებდა სანამ ქალწულისაგან შობილ ქრისტეს საკუთარი თვალით არ იხილავდა. გადმოცემის მიხედვით, როდესაც ტაძრის ეზოში მარიამი ყრმით ხელში იდგა, სუიწმინდის შთაგონებით მივიდა მასთან სვიმეონი და ყრმა იესო ხელში აიყვანა. ასევე სულიწმინდის შთაგონებით იცნო მაცხოვარი ტაძრის ეზოში მყოფმა წინასწარმეტყველმა ქამა ანამ და ღმერთის განკაცება ყველას ახარა.
მირქმის
კომპოზიციას არ მიუღია ისეთი ფართო იკონოგრაფიული განვითარება როგორიც სხვა ათორმეტ დღესასწაულთა ციკლში შემავალმა ზოგიერთმა კომპოზიციამ მიიღო. პირველად მირქმა ჩნდება V საუკუნეში და სრულყოფილ იკონოგრაფიულ რედაქციას იძენს VIII-IX საუკუნეებში. მირქმის კომპოზიცები გვხვდება ქრისტიანული ხელოვნების შემდეგ დარგებში:
კედლის მხატრობა,
ხელნაწერთა
დასურათება,
ლითონზე პლასტიკისა
და ტიხრული მინანქრის
ნიმუშებში.
ჩემს მიერ შერჩეული
მირქმის კომპოზიცია
ოქროს ფონზე სიმეტრიუადაა განაწილებული. სიმეტრიას აწონასწორებს მარცხნივ იოსები, კალათით ხელში, რომელშიც მტრედის ორ ხუნდს ზის. იოსების, წინ წარმოდგენილია ღვთისმშობელი მარიამი ყრმა იესოთი, მარჯვნივ კი სვიმონის და ანა წინასწარმეტყველის ფიგურაა. მათ უკან მოცემუია ტაძარი, რომელიც ერთგვარ არქიტექურლუ ფონს წარმოადგენს. კომპოზიციის ცენტრში ფიგურებს შუა მაღალი შანდალია, რომელზეც სანთელი ანთია, რაც მხოლოდ ქართულ ,,მირქმის“ იკონოგრაფიის ნიმუშებისთვისაა დამახასიათებელი. მარიამი, შემოსილია ტრადიციული სამოსით - ფირუზისფერი ქიტონითა და მუქი ლურჯი ჰიმატიონით. ღვთისმშობლის მსგავსი ჰიმატიონებით არიან შემოსილნი იოსები და სვიმონი. ოთხივე პესონაჟი
მთლიანი ტანითაა
მოცემული 3/4 - ში. სხვა ფიგურებთან
შედარებით
განსხვავებუია სვიმეონის პოზა, რომელსაც ორივე ხელი იდაყვებში აქვს მოხრილი თითქმის მკერდის გასწვრივ და ამ ჟესტკულაციით თითქოს საცაა უნად მიირქვას ყრმა იესო. კომპოზიციის ცენტშია მოცემული იესოს გამოსახულება ღვთისმშობლის მკლავზე დაბრძანებილი, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ღვთისმშობელს ყრმის ჭერის ამ პოზით გაწვდილი ყავს მაცხოვარი სვიმონისკენ. ყრმა წარმოდგენილია მაკურთხეველი მარჯვენით და მოწითალო ფერის გრაგნილით ხელში. ფიგურა ტანით მაყურებლისკენაა მობრუნებული, ხოლო მისი მზერა მიმართულია სვიმონ მიმრქმელისაკენ, რომელიც ერთგვარ შიშს და დაძაბულობას გამოხატავს. იმის მიუხედავათ, რომ იესო 40 დღის ჩვილია იგი ისე ზის დედის კალთაზე როგორც ტახტზე.
მირქმა. საღოლაშენი. X-XIსს. ვერცხლი - მოოქრული.
განსხვავებული რედაქცითაა მოცემული მირქმის სქემა X-XIსს. ე.წ. საღოლაშნის ლორფინაზე. კომპოზიცია ჰორიზონტალურადაა აგებული - მარცხნივ იოსები და მარიამი, მარჯვნივ ანა და სვიმეონი. იოსები და ანა ¾ დით არიან წარმოდგენილი, ხოლო მარიამი და სვიმეონი რომელთაც ყრმა მაცხოვარი უჭირავთ პროფილში არიან წარმოდგენილნი. კომოზიციის ცენტრს აქაც მაცხოვარი ჰქმნის, რომლის თავზეც ვარსკვლავებით შემკული გუმბათია მოცემული. აქ აღარ გვხვდება ცენტრში მგდგარი შანდალი ანთებული სანთლით, საღოაშენის ლორფინაზე სანთელი ანას უჭირავს ხელში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეებში გვხვდება რედაქციები სადაც მირქმის კომპოზიცია ანა წინასწარმეტყველის გარეშეა.
მირქმის იკონოგრაფიულ პროგრამაში, რასაც სიმბოლურად მსხვერპლის დანიშნულება აქვს და ასახავს სვიმონის წინასწარმეტყველებას, მირქმის სცენაში სწორედ ღვთის გამოცხადების, მსხვერპლის უწყებაა გაცხადებული (თავი: 2; მუხლი 25-37), რასაც ასევე ეთანხმებიან თეოლოგებიც. თუმცა იმ იკონოგრაფიულ ვარიანტებში სადაც არ არის წარმოდგენილი სამსხვერპლო ან ტაძრის ფონი არ უარყოფს მსხვერპლის თემის იდეას, რადგან იერუსალიმში სამსხვეპლო ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი.
მირქმის
კომპოზიციებში ყოველთვის ერთნაირი არ არის ყრმის ჭერის პოზა, გარდა აღნიშნულისა გვხვდება რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი, მაგალითად გვხვდება სქემები სადაც ღვთისმშობელი მარიამი ყრმას აწვდის სვიმონს ტრაპეზის თავზე, ან სვიმონს უპყრია ჩვილი ხელში და ქრისტე ისეთ პოზაშია წარმოდგენილი თითქოს იგი ჯვარცმული იყოს.
მირქმის დღესასწაული მართმადიდებლურ ეკლესიაში აღინიშნება ძველი სტილით 2 თებერვალს, ხოლო ახალი სტილით - 15 თებერვალს.
ავტორი: მ. გივიაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий